შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 17 ოქტომბრიდან თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი ნაწილობრივ შეიცვლება.
კერძოდ,17 ოქტომბრის ღამის საათებში ზურაბ ავალიშვილის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირზე ასასვლელი ზოლი გაიხსნება, საიდანაც ტრანსპორტი სვლას გააგრძელებს მარჯვნივ, ვაკის პარკის მიმართულებით.