შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე პოლიციის პოლკოვნიკი მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა.
1978 წელს დაბადებული მიხეილ დილიმაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა.
მას 2005 წლიდან 2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გავლილი აქვს სხვადასხვა საკვალიფიკაციო და პროფესიული სასწავლო კურსი.
მიხეილ დილიმაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობა 2001 წელს, რიგითად, ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო.
2004-2009 წლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოცეულის მეთაურის პოზიცია ეკავა;
2009 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე;
2012-2014 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ასეულის მეთაური;
2014 წლიდან ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საპატრულო პოლიციის შემოწმების სამსახურის უფროსის თანამდებობა;
2018 წლიდან 2019 წლის 30 იანვრამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.