ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ოქროს ლიგის ფინალურ შეხვედრაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფინალურ მატჩში შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი „კროკობეთს“ დაუპირისპირდა.
დაძაბულ მატჩში, სამინისტროს თანამშრომლებმა "კროკობეთის" საფეხბურთო გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.
საფეხბურთო გუნდების ფინალური შეხვედრა სპორტკომპლექს "არენა 2"-ში გაიმართა.