საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა მუშაობის შეფასების პროცესი და მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო ISO:17025 სტანდარტით.
აკრედიტაციის მოსაპოვებლად საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში 2018 წლის დასაწყისიდან დამტკიცდა ტექნიკური სახელმძღვანელოები, სტანდარტული ოპერაციული და ადმინისტრაციული პროცედურები, ასევე, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიის ექსპერტებმა საერთაშორისო კვალიფიკაციის დამადასტურებელი ტესტირებები გაიარეს.
საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტაციის მოპოვების შედეგად, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიაში მომზადებული დასკვნა აღიარებული და მისაღებია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროექტი აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ექსპერტიზის სხვა მიმართულებების ეტაპობრივი აკრედიტაციისთვის ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს.