შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის თბილისის სამმართველოში, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
მომსახურების სააგენტოს ყველა სამსახურში მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება. გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე იწმინდება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ინვენტარი. ასევე, ინტენსიურად ტარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა ფილიალში.
მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით.