შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ენუქიძე საქართველოში საბერძნეთის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერს, კონტანტინოს ლენოსს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საბერძნეთსა და საქართველოში უკანონო მიგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურას, მის ძირითად ფუნქციებს, ასევე, ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების გაძევებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს გაეცნო.
კონტანტინოს ლენოსმა დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი დაათვალიერა და იქ არსებული უსაფრთხოების პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიიღო.