შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - გურამ დავითაშვილი წარუდგინა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე ვახტანგ გაბრიჭიძე შეცვალა. ვახტანგ გაბრიჭიძე საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის პოზიციაზე აგრძელებს.
ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორთან ერთად დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განიხილა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე, გურამ დავითაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
გურამ დავითაშვილს უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.