შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში „ცენზურის გარეშე“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.