შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 21 დეკემბერს, 00:00 საათიდან, ვარდების რევოლუციის მოედანზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება.
ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის 5 იანვრიდან აღდგება.