შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ბობოყვათის სარკინიგზო ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს, 07:00 საათიდან 19:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის შეიზღუდება გადაადგილება სარფი-სენაკის საავტომობილო გზის ბობოყვათის მონაკვეთზე. მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა როგორც აღმოსავლეთს, ისე დასავლეთის მიმართულებით დაშვებული იქნება შემოვლითი გზით - კინტრიშის ხიდის გავლით.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას. აღნიშნულ მონაკვეთზე განლაგებული იქნება შესაბამისი საინფორმაციო დაფებიც.