საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, მსუბუქი ავტომანქანებით დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებისას გომი-საჩხერე-ჭიათურის შემოვლითი გზით ისარგებლონ.
რაც შეეხება სატვირთო ავტომანქანებს, მათი გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურის შემოვლითი გზითაც დროებით შეზღუდულია.
რიკოთის გვირაბის დასავლეთის მხარეს მეწყერმა გზის სავალი ნაწილის სამი ზოლი სრულად ჩახერგა.