შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, 8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.
8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე:
- პაატა დათუაშვილის ქუჩასა (მე-4 მიკრორაიონი) და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე) მოძრაობა სრულად აიკრძალება. ასევე, დაიკეტება თამაზ ნადარეიშვილის ქუჩა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის კვეთამდე, ავტომანქანები კი მოძრაობას გააგრძელებენ მხოლოდ ლისის ტბის მიმართულებით;
- ავტოტრანსპორტით გადაადგილება ასევე აიკრძალება ელგუჯა ამაშუკელისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებზე გამომსვლელ ყველა ქუჩაზე.
- ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონში მაცხოვრებელი მოსახლეობა გადაადგილებას შეძლებენ როგორც ვარაზის ქუჩით და ბესო ჟღენტის ქუჩის გავლით ნუცუბიძის ქუჩაზე; ასევე, მოძრაობას შეძლებენ ლისის ტბის მხრიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით.
- ვაშლიჯვრიდან ნუცუბიძის ფერდობზე მიმავალი ავტომანქანები ლისის ტბის წრიდან იმოძრავებენ ბერიტაშვილის ქუჩაზე, საიდანაც მოხვდებიან მე-4 მიკრორაიონში.
10 სექტემბერს:
- 00:00 საათიდან 11 სექტემბრის 00:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვა გაფართოვდება და დამატებით მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე.
- ნუცუბიძის ფერდობის მე-5 მიკრორაიონამდე მისასვლელი გზა სრულად დაიკეტება.
მე-5 მიკრორაიონში მცხოვრებ მოსახლეობას ქალაქის სხვა უბნების მიმართულებით, როგორც ქვეითად, ასევე, კერძო ავტომობილებით, გადაადგილება შეუფერხებლად შეეძლება 00:00 საათიდან 08:00 საათამდე. ადგილობრივ მოსახლეობას დილის და საღამოს საათებში ფილმის გადამღები კომპანიის ავტოტრანსპორტი მოემსახურება. ასევე, დღის განმავლობაში პერიოდულად გაიხსნება მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ მიმავალი გზა.