გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის წინ მიმდინარე აქციას. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აქციის მიმდინარეობისას, ასევე, ტელეკომპანიის და მისი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას.