2019 წლის 18 მაისს, ზუგდიდის რაიონული სამმართველოში გამოძიება დაიწყო, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძების დაწყებიდან მალევე, ცხელ კვალზე, დაკავებულ იქნენ ი. ჩ და ბ. გ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ჩ. და ბ.გ იმყოფებოდნენ ზუგდიდში, N87-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, რა დროსაც ბ.გ-მ ჰაერში განახორციელა გასროლა სასტარტო იარაღიდან. თვითმხილველმა - ზოია ქვარცხავამ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული პირების მხრიდან მის მიმართ მუქარას ან სხვა უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამოღებული იარაღი არ განეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
შესაბამისად, 2019 წლის 19 მაისს, ზემოაღნიშნული პირები, პროკურორის დადგენილებით გათავისუფლდნენ დაკავებიდან.