შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომსახურების სააგენტოს თელავის მომსახურების ცენტრის სამსახურის უფროსი ინსპექტორი - ი.ს. ქრთამის აღების ფაქტზე, თელავში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს.-მ ერთ-ერთ მოქალაქისგან მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით თანხა აიღო. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ის თანხის აღების შემდეგ დააკავეს. ი.ს.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია თანხა - 1000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს.