შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისის მერია დედაქალაქში საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟს ახორციელებს, რის გამოც მიმდინარე წლის 22 იანვარს, 00:00 საათიდან 22 იანვრის დილის 07:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.
ასევე, 23 იანვრიდან 1 თებერვლამდე, თბილისში, ღამის საათებში, მოძრაობა ეტაპობრივად აიკრძალება ქუჩებზე, სადაც განხორციელდება საახალწლო განათებების დემონტაჟის სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.