შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება რაგბში საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფლორენციიდან, რის გამოც 06:00 საათიდან 22:00 საათამდე აღნიშნულ მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.
ავტომანქანების მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე აღდგება.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას.