საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 3 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე, თბილისში, ზემო ფონიჭალაში მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მარნეულის გზატკეცილზე, თბილისის მიმართულებით, კერძოდ, მარნეულის გზატკეცილის 1500 მეტრიან მონაკვეთზე, თბილისის შემოსასვლელიდან "ყოველთა წმინდათა" სახელობის ტაძრამდე. მძღოლები იმოძრავებენ ჯებირებით გაყოფილ საპირისპირო ზოლში.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.