მიმდინარე წლის 10 სექტემბერს თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, N101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ: 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ..
სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.