შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის გამო, N1 საჯარო სკოლიდან 9 აპრილის ქუჩისა და რუსთაველის გამზრის კვეთამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აკრძალულია, შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებებით:
შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ჭიჭინაძის ქუჩით (N1 საჯარო სკოლასთან), ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გავლით და 9 აპრილის ქუჩით დაბრუნდებიან რუსთაველის გამზირზე.
ასევე, რუსთაველის გამზირიდან (N1 საჯარო სკოლასთან) მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ჩავლენ ჯორჯაძის ქუჩაზე, საიდანაც თაბუკაშვილის ქუჩის გავლით გააგრძელებენ მოძრაობას.
თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები კი რუსთაველის გამზრიდან (კინოთეატრ „რუსთაველთან“) ჩავლენ ანტონ ფურცელაძის ქუჩაზე და მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ, საიდანაც ჭანტურიას ქუჩის გავლით, ავტომანქანების ნაკადი მოხვდება რუსთაველის გამზირზე და მოძრაობას გააგრძელებს პირველი რესპუბლიკის (ყოფილი ვარდების) მოედნის მიმართულებით.