შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის საჯარო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
„ახალგაზრდა მენეჯერთა სკოლის“ (SYMPA) პროგრამის მონაწილეებს შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ სამინისტროს საქმიანობის სფეროები, გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები გააცნო.
სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერაციულმა მაჩვენებლებმა, პოლიციის მოდერნიზაციის მიზნით განხორციელებულმა რეფორმებმა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ გამოიწვია. მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, ასევე, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე დისკუსია გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში, ბელარუსი ახალგაზრდები გამოცდილების გაზიარების მიზნით სხვადასხვა სამთავრობო უწყებას, ასევე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ესტუმრებიან.