შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსის უსაფრთხოების ოფიცერ ნილ შუბას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის და ასევე, სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ ვითარებასაც შეეხო.