შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ლოტკინზე მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული დ.ჭ. დააკავეს.
დანაშაული 3-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, ბახმაროს ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე - მ.გ. მეზობლებმა მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს, უგონო მდგომარეობაში მყოფი ნახეს. მას სახეზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მ.გ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაადგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩამდენი პირი. სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული დ.ჭ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.