შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „დახმარებისა და ინტეგრირების ლიგის“ წარმომადგენლებთან ერთად, საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში მაქსიმალურ ინტეგრირებას ისახავს მიზნად. ღონისძიება მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა.
საქველმოქვედო აქციაში შეტანილი წვლილისა და აქტიური ჩართულობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დახმარებისა და ინტეგრირების ლიგისგან“ მადლობის წერილი მიიღო. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქველმოქმედებისათვის საჭირო თანხების შეგროვებაში. შემოსული თანხიდან დახმარება ახალციხის რაიონში მაცხოვრებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაეწევათ.
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებებში, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.