შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი: 2003 წელს დაბადებული გ.ბ. და 2004 წელს დაბადებული გ.ხ. ამხილეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე, 1949 წელს დაბადებული უ.თ.-ს კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოპარული მანქანა გორის მისადგომებთან შენიშნა და დაუყოვნებლივ შეაჩერა.
სამართალდამცველები ამ დრომდე განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს.
მხილებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.