შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ვ.გ. ნარკოდანაშაულისთვის რუსთავის გზატკეცილზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ფული.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ვ.გ.-ის თანმხლებმა პირმა - 1986 წელს დაბადებულმა ე.მ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.
ვ.გ.-ის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.