შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, გურიასა და აჭარაში მომხდარი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის 14 ფაქტზე 12 პირი დააკავეს, 11 კი ამხილეს. პოლიციელთა აქტიური ოპერატიული მუშაობის შედეგად, აღკვეთილია ქურდობის 2 ფაქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გ.კ., ქურდობის ბრალდებით, ახალციხეში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტატანისში მდებარე სასაფლაოდან 7 საფლავის კარი და ღობის ალუმინის დეტალები მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.
გარდა ამისა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიული მუშაობის შედეგად, ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის გაქურდვის ფაქტი აღკვეთეს. ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი ამხილეს.
მხილებულები არიან: 1997 წელს დაბადებული ვ.ქ., 1997 წელს დაბადებული გ.გ., 2000 წელს დაბადებული ა.მ. და 2000 წელს დაბადებული ნ.ბ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულმა პირებმა ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 220 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. იმავე ღამით, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში, აღნიშნული პირები სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. მათ შემთხვევის ადგილზე დარჩათ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ძალაყინი, რომელიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. მეორე დღეს კი ბათუმში ანალოგიური დანაშაულის ჩადენა სცადეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ ამხილა. ოთხივე მხილებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.