შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ განმუხურში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა, რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო მუშაობის შედეგად, ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს, ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ს.ა, ასევე, საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და1980 წელს დაბადებული ბ.კ.
პოლიციამ, დაკავებულ პირთა ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას და გასაღებას გულისხმობს.