საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდში მასპინძლობს. ღონისძიებები 26 მაისს, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე 11 საათიდან იწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ზუგდიდის მთავარ მოედანზე 3 ფუნქციურ ზონად არის დაყოფილი. ერთ-ერთი მათგანში საქართველოს 100 წლის ისტორია არის გაცოცხლებული. აღნიშნულ ზონაში მოწყობილია მუზეუმი, სადაც განთავსებულია როგორც ისტორიული ექსპონატები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ამსახველი პრეზენტაციები.
ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ქვედანაყოფის აღჭურვილობის და ტექნიკის გამოფენა არის წარმოდგენილი. ასევე, ტარდება კინოჩვენებები, სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები და დაჯილდოებები. დღის განმავლობაში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები.