შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მიმავალი ავტომანქანების შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, დილის 07:00 საათიდან მცხეთის მიმართულებით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-19 კმ ჩაიკეტება. დღესასწაულზე ქალაქ მცხეთაში წასვლის მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება. ავტობუსები მცხეთის მიმართულებით დიდუბის ავტოსადგურიდან იმოძრავებენ. 14 ოქტომბერს ქალაქ მცხეთაში სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.