9 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავს ულოცავს და მათ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს.