შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გუდაურში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. პოლიციის ახალი, ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.
ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყაზბეგის რაიონული პოლიციის გუდაურის განყოფილება, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და დაცვის პოლიციის დანაყოფები განთავსდა. აღნიშნული სამსახურები დღემდე სხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული. გუდაურში შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ერთ შენობაში განთავსება კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს მათ ოპერატიულ და ეფექტურ საქმიანობას.