შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული პრიორიტეტული მიმართულებები. გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით ნატოს მუდმივმოქმედი შენაერთების საქართველოს საზღვაო სივრცეში ვიზიტების მნიშვნელობაზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა სუფსის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსა და ნატოს საზღვაო ოპერაციების ცენტრს შორის არსებულ თანამშრომლობაზე.
გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ნატოს სტრატეგიული პარტნიორი, მზადაა წვლილი შეიტანოს შავი ზღვის აუზის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.