დღეს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ენცო მოავერო მილანეზიმ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის სხვადასხვა ფორმის თავიდან აცილებასა და მათ წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას გულისხმობს.