შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები არჩილ თალაკვაძე და თეიმურაზ მღებრიშვილი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კვინიხიძე და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ლევან ჩოგოვაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოში მივიდნენ. მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს და ღრმა მწუხარება გამოხატეს პარიზში, სატირულ ჟურნალ „შარლი ჰებდო“-ს თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს მოქალაქეებისა და პოლიციელების ტრაგიკული დაღუპვის გამო.