შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსს რიჩარდ ტიბელსს შეხვდა.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდიანრე რეფორმები და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილეს. რიჩარდ ტიბელსმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობა დადებითად შეაფასა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის აქტუალური საკითხები.