შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 10 ნოემბერს, 09:00 საათზე, გმირ კურსანტთა ქ. N1-ში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსს საზეიმოდ გახსნის.
აღნიშნული კურსი გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის არის განკუთვნილი, საქართველოში პირველად ხორციელდება და მას შეერთებული შტატების გამოცდილი სამართალდამცავი და სამართლის მცოდნე სპეციალისტები გაუძღვებიან. კურსი მიზნად ისახავს ინსტრუქტორების მომზადებას სისხლის სამართლის გამოძიების საბაზისო სტანდარტული პროგრამით, რომელიც ადაპტირებულია საქართველოს კანონმდებლობასთან და ქართულ რეალობაზეა მორგებული.