შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა, ასევე, მხარეთა შორის საპოლიციო სფეროში სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.