შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
ვახტანგ გომელაურმა ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა უკრაინასთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორმხრივ და რეგიონულ ფორმატში მხარეთა შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე.
ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა უკრაინელი კოლეგის მიერ თანამდებობაზე დანიშვნის ოფიციალური მოლოცვისთვის და უახლოეს მომავალში ვიზიტის დაგეგმვისთვის მზაობა გამოთქვა.