შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.
გიორგი გახარიამ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა შვედეთის სამეფოსთან სამართალდაცვით სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს და ხაზი გაუსვეს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის მნიშვნელობას.
გიორგი გახარიამ ულრიკ ტიდესრომს სამინისტროში განხორციელებული პროექტები და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის.