შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო ინსპექტორისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ფუნქციის სრულფასოვნად ამუშავებისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
მხარეებმა ორი უწყების თანამშრომლობის ფორმებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.