შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ბარდ ივარ სვენდსენთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. მხარეებმა ერთობლივი ინტერესის სფეროებში შემავალი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო ღონისძიებები შეათანხმეს, აგრეთვე შეეხნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
შეხვედრის დროს ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას.