შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩ ჰანს პიტერ პოლ მარია ჰორბახს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.
ელჩმა მინისტრი 25-26 თებერვალს თბილისში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართება და საგზაო უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება.