შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში იმყოფება. მინისტრი ტრადიციული ლელობურთის თამაშის გახსნას დაესწრო. შს მინისტრმა შუხუთში ჩასვლამდე სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი მოილოცა და მონასტერთან არსებული მუზეუმი დაათვალიერა.
ლელობურთის თამაშის ტრადიცია დაახლოებით, 200 წელს ითვლის.