დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩ ბინ იუეს შორის შს სამინისტროში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების განვითარების გზები, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონ იუეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.