შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში აზერ ჰუსეინს შეხვდა.
მინისტრმა ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნო. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.