შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს ბავშვებით ვაჭრობისა და ბავშვთა პორნოგრაფია-პროსტიტუციის საკითხებში მო დე ბოერ-ბუკიკიოს შეხვდნენ. მხარეებმა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების და ბავშვთა არალეგალური მიგრაციის რისკების შესახებ, ასევე, სასჯელაღსრულების სისტემაში არასრულწლოვანთა განთავსებასა და მათ რეაბილიტაციაზე ისაუბრეს.
მინისტრის მოადგილეებმა სპეციალურ მომხსენებელს სამინისტროების სამომავლო გეგმები და პროექტებიც გააცნეს.
გაერო-ს დელეგაცია საქართველოში 11 აპრილს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. დელეგაცია შემაჯამებელ პრესკონფერენციასაც გამართავს და საქართველოს 18 აპრილს დატოვებს.