2021 წლის 16 მარტიდან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 8 სექცია ამოქმედდა:
1. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (გმირთა მოედანი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრამდე (ბოხვაურის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ;
2. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრიდან (ბოხვაურის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრამდე (ბახვის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ;
3. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრიდან (ბახვის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრამდე (ბოხვაურის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ;
4. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრიდან (ბოხვაურის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (გმირთა მოედანი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ;
5. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 49-ე კილომეტრიდან (ანასეულის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრამდე (ჭანიეთის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ;
6. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრიდან (ჭანიეთის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (ქაქუთის ხიდი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ;
7. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (ქაქუთის ხიდი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრამდე (ჭანიეთის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ;
8. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრიდან (ჭანიეთის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 49-ე კილომეტრამდე (ანასეულის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ.
სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 1238 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.