შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის დავალებით, შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უწყების ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ომალოში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-5 სამმართველოს (ლაგოდეხი) სექტორებს – ომალოს და გირევს ესტუმრა, მესაზღვრეების საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო და მესაზღვრეების გეგმიურ როტაციას პირადად დაესწრო.
ზურაბ გამეზარდაშვილმა მესაზღვრეებს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, საჩუქრები გადასცა და 2014 წლის გეგმებზე ისაუბრა.