ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ შუნევიჩმა ხელი მოაწერეს სამ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტს: დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რეადმისიის შესახებ შეთანხმებასა და მის საიმპლემენტაციო ოქმს.
ვიზიტის ფარგლებში, გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბელარუს კოლეგასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.